კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ოქროს მედალოსანი, წრის ხელმძღვანელი და შაბათის სკოლის მასწავლებელი, გიორგი არსენაძე ფიზიკის სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე ნიუ იორკის უნივერსიტეტში (New York University) სრული დაფინანსებით მიიღეს!

გიორგი მიღების წერილებს სხვა უნივერსიტეტებიდანაც ელოდება, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სად გააგრძელებს სწავლას. მან ცოტა ხნის წინ GRE-ს გამოცდებზე მაქსიმალური 990 ქულა მიიღო, ის აგრეთვე გახლავთ სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საუკეთესო უნივერსიტეტებში მოსახვედრად. 

გიორგი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ორგზის პირველადგილოსანია, აქვს მიღებული ვერცხლის მედალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ საპატიო სიგელი ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე.

გიორგი თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტია, აქვს მონაწილეობა მიღებული არაერთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლასა და კონფერენციაში: ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია (ICPS);  საზაფხულო სკოლა  ბირთვულ ფიზიკაში, ქალაქ ერიჩეში; კვლევის სტაჟირება Ludwig Maximilian უნივერსიტეტში და საზაფხულო სკოლა თეორიულ ფიზიკაში, ერევანში.

კომაროვის სკოლა ულოცავს გიორგის და მომავალშიც მრავალ წარმატებას  უსურვებს!

ზემოთ